გამოიწერეთ "თედო და ნუცა"-ს საგანმანათლებლო არხი
ჩვენ შესახებ
თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალის უკან განათლების სპეციალისტი თამარ ლორია დგას. თამარი ნორვეგიაში ცხოვრობს და აგერ უკვე ათ წელზე მეტია ნორვეგიის განათლების სფეროში მუშაობს, ამჯერად კი ნორვეგიის განათლების დეპარტამენტში. თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალის მეთოდოლოგიაც ნორვეგიული სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიას ეფუძნება, სადაც სიმღერას და ილუსტრაციებს უდიდესი ადგილი უჭირავს ბავშვის განვითარების პროცესში.
თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი ბარათებად დაბეჭდილი მუსიკალური წიგნით დაიწყო, რომელიც თამარმა 2017 წელს გამოსცა საქართველოში. მუსიკის და ტექსტის ავტორები ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ლიკა შუბითიძე და არჩილ გეგეჩკორი არიან, რომლებმაც არაჩვეულებრივი საბავშვო სიმღერები შექმნეს. ულამაზესი ილუსტრაციები თედოს და ნუცას სახით კი უნიჭიერესმა ილუსტრატორმა ანა ბიჩინაშვილმა დაგვიხატა.
რას ამბობენ ჩვენზე
ცირა ბარქაია ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტი
"თედო და ნუცა" ფანტასტიური აპლიკაცია ბავშვებისთვის, რომელსაც მთელი გულით გირჩევთ. ხალისიანი და ინტერაქტიული სწავლით აპლიკაცია ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ხელის დაბანა, კბილების გახეხვა, ასევე ცოდნის შეძენა ცხოველებზე, ფრინველებზე, წელიწადის დროებზე და სხვა. გამორჩეული საშუალებაა ბავშვების ადრეული განათლებისა და გართობისათვის, ასევე ეს ვებგვერდი შესანიშნავი რესურსია მშობლებისთვის და სპეციალისტებისთვის.
ნინუ კიკნაველიძე განათლების ფსიქოლოგი
თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი თავისი აპლიკაციით ძალიან კარგი რესურსია სკოლამდელი განათლების სფეროში. აქტიურად ვიყენებთ საბავშვო ბაღებში. თედოს და ნუცას სიმღერები გვეხმარება ფუნქციური აქტივობების ხალისით შესრულებაში. ასევე სიმღერ-სიმღერით და მოძრაობებით ვაცნობთ ბავშვებს სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებს. სკოლამდელი ასაკი ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, სადაც სხვა უნარებთან ერთად ყალიბდება მეტყველება. «თედო და ნუცას» სიმღერები ასევე ძალიან კარგი რესურსია მეტყველების განვითარების პროცესში.
ლანდა ლურსმანაშვილი სტომატოლოგი, პაროდონტოლოგი
ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ფუნქციური აპლიკაციაა ბავშვებისთვის. ამ აპლიკაციის დახმარებით ბავშვები სიმღერებით სწავლობენ უამრავ ფუნქციურ თემებს, მათ შორის კბილების მოვლას, გახეხვას და ჯანსაღ კვებას. კბილების მოვლა ხომ ადრეულ ასაკში იწყება და ამ პროცესის ხალისით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია.
მარიამ ნოდია პედაგოგი
“თედოს და ნუცას” აპლიკაციას აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ოჯახში, სადაც ყოველდღიურად სამ ენაზე ვსაუბრობთ. თამაშ-თამაშით და სიმღერით სწავლების მეთოდიკამ, რომლის პრინციპებსაც ეფუძნება აპლიკაცია, პოზიტიურად იმოქმედა როგორც ჩემი შვილების ქართულენოვანი ლექსიკის გამდიდრებაზე, ასევე მათი მეტყველების განვითარებაზე.
ბარათების და სიმღერების თემები
კბილების გამოხეხვა
როგორ ვიბანთ ხელებს
ხილი და ბოსტნეული
ზოოპარკი
შინაური ცხოველები
ფრინველები
ტრანსპორტი
პროფესიები
შემოდგომა
ზამთარი
Contact Form
ბლოგი
მუსიკა ბავშვების გარშემო
ჩემი პირველი სამსახური ნორვეგიაში საბავშვო ბაღში, პედაგოგიური ხელმძღვანელის თანამდებობა იყო. დაახლოებით ორი თვე მქონდა კონტრაქტზე ხელის მოწერიდან სამსახურის დაწყებამდე.
ბავშვზე ორიენტირებული ქვეყანა
12 წლის წინ, როცა ნორვეგიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად ჩამოვედი პირველი რაც თვალში მომხვდა, სიცივეს და დიდთოვლობას თუ არ ჩავთვლით, იყო უამრავი ბავშვი ქუჩებში, ბიბლიოთეკებში,
როგორ ვარჩევთ სკოლას
ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი კერძო სკოლაში მესწავლა, თან თბილისის ცენტრში. მშობლებს ჯიპით მივეყვანე და სკოლაში შესულს ინგლისურად მომსალმებოდნენ.
საბავშვო ბაღთან შეგუების პროცესი
საბავშვო ბაღთან შეგუების პროცესი ემოციურად საკმაოდ დატვირთულია, როგორც ბავშვებისთვის ასევე მშობლებისთვის.