ჩვენ შესახებ
თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავლის იდეის უკან განათლების სპეციალისტი თამარ ლორია დგას. თამარი ნორვეგიაში ცხოვრობს და აგერ უკვე ათ წელზე მეტია ნორვეგიის განათლების სფეროში მუშაობს, ამ ჯერად კი ნორვეგიის განათლების დეპარტამენტში. თედო და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი ნორვეგიულ სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიას ეფუძნება, სადაც სიმღერას და ილუსტრაციებს უდიდესი ადგილი უჭირავს ბავშვის განვითარების პროცესში.
თედო და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი ბარათებად დაბეჭდილი მუსიკალური წიგნით დაიწყო, რომელიც თამარმა 2017 წელს გამოსცა საქართველოში. წიგნი 20 ილუსტრირებული ბარათისგან და 20 საბავშვო სიმღერისგან შედგება. მუსიკის და ტექსტის ავტორები ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ლიკა შუბითიძე და არჩილ გეგეჩკორია, რომლებმაც არაჩვეულებრივი საბავშვო სიმღერები შექმნეს. ულამაზესი ილუსტრაციები თედოს და ნუცას სახით კი უნიჭიერესმა ილუსტრატორმა ანა ბიჩინაშვილმა დაგვიხატა.
ბარათებად დაბეჭდილ წიგნზე დაყრდნობით შეიქმნა ასევე პლიკაცი Tedo and Nutsa, რომელიც წიგნის ელექტრონული ვერსია. აპლიკაციის საშუალებით ბავშვები სიმღერ-სიმღერით, ანუ ხალისით სწავლობენ კბილების გამოხეხვას, ხელების დაბანას, ჯანსაღ კვებას, ემოციების გამოხატვას, ამინდის შესაბამის ტანსაცმელს, ფერებს, ცხოველებს და სხვა მრავალ საინტერესო თემას. ამ თემატიკებს მათ ილუსტრაციებით თედო და ნუცა აცნობენ. ბავშვებისთვის მოსაწყენი რუტინული აქტივობა, როგორიც არის კბილების გამოხეხვა და ხელების დაბანა, საკმაოდ სახალისო ხდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სიმღერ-სიმღერით სწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეტყველების განვითარების პროცესში.
2023 წელს კი თედოს და ნუცას სიცოცხლე საგანმანათლებლო ანიმაციების სერიაში გაცოცხლდა. თედო და ნუცას სერიები ხელმისაწვდომია YouTube ზე. https://www.youtube.com/@TedoNutsa_Education
თედო და ნუცას საგანმანათლებლო მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ ოჯახში, ასევე საბავშვო ბაღში და დაწყებითი სკოლის (1-2) კლასებში. თედოს და ნუცას საგანმანათლებლო მასალა ქმნის სასიამოვნო და სახალისო გარემოს, რაც ბავშვების განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. ასევე სწავლის პროცესი საკმაოდ სახალისო ხდება სიმღერ-სიმღერით.
ასეთი ტიპის საგანმანათლებლო მასალა აქტიურად გამოიყენება ნორვერგიაში, როგორც საბავშვო ბაღებში ასევე სახლის გარემოში. დაწყებით სკოლებშიც თემატურ სიმღერებს უდიდესი ადგილი უჭირავს. თამარის ინსპირაციაც სწორედ თავისი შვილი, თედო იყო, რომელიც ქ. ოსლოს საბავშვო ბაღში დადიოდა და თამარი საკუთარ შვილზე ხედავდა თუ როგორ სწრაფად უვითარებდა მეტყველებას, თვითმოვლის და სხვა უნარებს მუსიკალური მეთოდოლოგია, რომელიც ასევე ილუსტრაციებით იყო სავსე.